მონაწილეობითი ბიუჯეტირება

მონაწილეობითი ბიუჯეტირება
გულისხმობს სკოლის ბიუჯეტის შედგენის მთელ პროცესში იმ მხარეების ჩართვას, რომლებიც უშუალოდ არიან დაინტერესებული სკოლის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მომსახურების ხარისხითა და ამ მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების მიზნობრიობით. სკოლის ბიუჯეტის შედგენასა და ხარჯვაში მონაწილეობა იმის გარანტიას იძლევა, რომ სკოლისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სახსრები შემოსავლისა თუ თანამდებობის მიუხედავად სკოლის მომსახურების ყველა მომხმარებელზე ერთნაირად გადანაწილდეს, ანუ გამოირიცხოს დისკრიმინაცია და უსამართლობა. მონაწილეობითი ბიუჯეტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია გამჭვირვალობა და ყველა დაინტერესებული მხარისთვის სკოლის სახსრების განკარგვის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება. ამგვარად, განათლების სამინისტროს თუ საზოგადოების წარმომადგენელს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ხელი უნდა მიუწვდებოდეს სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებულ ბიუჯეტზე და შეეძლოს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღება სკოლის ფინანსური რესურსების განკარგვასთან დაკავშირებით. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესი გამჭვირვალე, ღია და ყველასათვის გასაგები იმიტომ ხდება, რომ ბიუჯეტის შემუშავების, ხარჯვისა და შედეგების ანალიზის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ხდება არა პოლიტიკოსების კაბინეტებში, არამედ საზოგადოების წევრებისაგან - მშობლების, მასწავლებლების და სხვა დაინტერესებული ადამიანებისაგან შედგენილი საბჭოების შეკრებებზე.
Source: მეტრეველი ნინო. მონაწილეობითი ბიუჯეტირება სკოლებში : [სახელმძღვ. / რედ.: ია ანთაძე და სხვ.] - თბ. : თავისუფლების ინსტიტუტი, 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Смотреть что такое "მონაწილეობითი ბიუჯეტირება" в других словарях:

  • მონაწილეობითი ბიუჯეტირება სკოლებში — სკოლის ბიუჯეტის შედგენის მთელ პროცესში იმ მხარეების ჩართვა, რომლებიც უშუალოდ არიან დაინტერესებული სკოლის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მომსახურების ხარისხითა და ამ მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების მიზნობრიობით. სკოლის ბიუჯეტის შედგენასა და ხარჯვაში… …   Georgian encyclopedia

  • შედეგების მართვა — გეგმის შესრულების შედარება დაგეგმილ ღონისძიებებთან და მაჩვენებლებთან. შედეგების მართვა იძლევა იმის კონტროლის შესაძლებლობას, თუ რამდენად სრულდება სტრატეგიული გეგმა, სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი. Source: მონაწილეობითი ბიუჯეტირება სკოლებში :… …   Georgian encyclopedia

  • საკანცელარიო ხარჯები — შინაარსობრივად მოიცავს ოფისის ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯებს, როგორიცაა ქაღალდის და ჯურნალის ანუ საკანცელარიო საქონლის ხარჯები. Source: მონაწილეობითი ბიუჯეტირება სკოლებში : [სახელმძღვ. / რედ.: ია ანთაძე და სხვ.] თბ. : თავისუფლების ინსტიტუტი,… …   Georgian encyclopedia

  • საკომუნიკაციო ხარჯები — მოიცავს ტელეფონის გადასახადსა და ინტერნეტის მომსახურების გადასახადს Source: მონაწილეობითი ბიუჯეტირება სკოლებში : [სახელმძღვ. / რედ.: ია ანთაძე და სხვ.] თბ. : თავისუფლების ინსტიტუტი, 2004 …   Georgian encyclopedia

  • სამოქმედო გარემო — სკოლის გარეთ არსებული ელემენტებისა და ძალების ის ერთობლიობაა, რომლებიც ზემოქმედებენ სკოლაზე. სამოქმედო გარემო შესაძლოა მოიცავდეს მთავრობას, ბიზნეს ორგანიზაციებს, დონორებს, კულტურულ და ტექნოლოგიურ ინოვაციებს, რელიგიურ, სოციალურ და საგანმანათლებლო… …   Georgian encyclopedia

  • სამოქმედო გეგმა — • ამოცანების შესრულების დეტალური აღწერა. ამოცანის შესრულების გზაზე არსებული დავალებების ნუსხა მოიცავს სამუშაოს და მატერიალური რესურსების განაწილებას, შესრულების ვადებს. უფრო ადვილად მართვის და კოორდინაციის მიზნით მოქმედებათა გეგმა ანაწევრებს… …   Georgian encyclopedia

  • გარე/შიდა შეფასება — იმ საკვანძო ფაქტორების შეფასება, რომლებიც ზემოქმედებენ სკოლის მიზნებისა და მისიის ჩამოყალიბებაზე და მათი შესრულების წარმატებაზე. გამოვლენილი ტენდენციების, პირობების, შესაძლებლობებისა და წინააღმდეგობების დეტალური შეფასება განსაზღვრავს სტრატეგიული… …   Georgian encyclopedia

  • გაუთვალისწინებელი ხარჯები — იმ ტიპის ხარჯები, რომლის წინასწარ გათვალისწინებაც ბიუჯეტის შედგენისას შეუძლებელია. მოულოდნელი ხარჯები. Source: მონაწილეობითი ბიუჯეტირება სკოლებში : [სახელმძღვ. / რედ.: ია ანთაძე და სხვ.] თბ. : თავისუფლების ინსტიტუტი, 2004 …   Georgian encyclopedia

  • ინფლაცია — ფასების საერთო დონის ზრდა, რის გამოც ფული უფასურდება, ანუ მისი ერთი ერთეულით უფრო ნაკლები პროდუქტის ყიდვა ხდება შესაძლებელი. Source: მონაწილეობითი ბიუჯეტირება სკოლებში : [სახელმძღვ. / რედ.: ია ანთაძე და სხვ.] თბ. : თავისუფლების ინსტიტუტი, 2004 …   Georgian encyclopedia

  • კონსენსუსი — პროცესი გულისხმობს ყველა მოსაზრების გათვალისწინებით ჯგუფის საერთო შეთანხმებამდე მიყვანას. ის არ ნიშნავს სრულ ერთსულოვნებას. კონსენსუსის მიღწევა უფრო დიდ დროს მოითხოვს, ვიდრე სხვა ქმედებები, თუმცა ის აღვივებს შემოქმედებით მუხტს, ახალისებს… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»